რეფინანსირების სესხების აუქციონზე 220 მლნ ლარის სესხი გაიცა

საქართველო, თბილისი - 2013-04-11 18:11:00

დღეს, 11 აპრილს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N15, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 220 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.50 პროცენტი, მაქსიმალური 4.65 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 4.54 პროცენტით განისაზღვრა.