მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე, მწარმოებლები და გამყიდველები იძულებული ხდებიან ფასები შეამცირონ.
ბოლო 5 წლის მანძილზე საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 22%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკის ღრმა დეპრესიაზე მიანიშნებს. მოსალოდნელია, რომ წელს ეკონომიკა კიდევ 4.5%-ით დაეცემა.
საბერძნეთში უმუშევრობამ 27%-ს მიაღწია. ქვეყანას საერთაშორისო კრედიტორებისგან უკვე 100 მლრდ ევრო აქვს მიღებული.