საქართველო ქართულ-ჩეხურ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 2013-04-09 16:43:00

ხვალ, 10 აპრილს საქართველო ქართულ-ჩეხურ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ფორუმს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გახსნის. ბიზნესფორუმს ჩეხ ბიზნესმენებთან ერთად ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგიც დაესწრება.