2012 წელს ჩინელების დანახარჯმა საზღვარგარეთ 102 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მეტია. გერმანელმა და ამერიკელმა ტურისტებმა კი უცხოეთში საყიდლებზე 84-84 მლრდ დოლარი დახარჯეს.
ჩინელი ტურისტების მიერ დანახარჯების ზრდა 2000 წლიდან დაიწყო, ჯერ კიდევ 2005 წელს ჩინეთი რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იყო. თუმცა ბოლო მონაცემებით, ჩინელმა ტურისტებმა აშშ-ს, გერმანიას, იტალიას, იაპონიას, საფრანგეთსა და ბრიტანეთს გადაუსწრეს.