Kia რუსეთიდან 50 ათას ავტომობილს გამოიწვევს
საქართველო, თბილისი - 2013-04-08 10:00:00
![]()
ავტოკონცერნმა Kia-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთიდან 50 ათას ავტომობილს გამოიწვევს, რომელიც 2007-2011 წლებშია წარმოებული. აღნიშნულის მიზეზი კი სდექ-სიგნალის გადამრთველის არასწორი მუშაობაა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, უახლოეს პერიოდში კომპანიის საიტზე სპეციალური ტესტი დაიდება, რითაც ავტომობილის მფლობელი მის ავტომობილზე არსებული დეფექტის გამოვლენას შეძლებს.