გრიგორი კარასინი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას "კომედიას" უწოდებს

საქართველო, თბილისი - 2010-02-16 10:31:00

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას "კომედიას" უწოდებს.

"თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მიდგომის მხოლოდ გარეგნულ სახეს ცვლის. ეს კომედიაა", - ამის შესახებ კარასინმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა.

კარასინის აღნიშნული შეფასება არ გაკვირვებიათ თბილისში. როგორც ქართული მხარე აცხადებს, დოკუმენტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ მოიწონა, რუსეთის მხრიდან კი მსგავსი კრიტიკა გასაკვირი არც იყო.