Facebook ტელეფონი -სიახლე ბილაინის აბონენტებისათვის

საქართველო, თბილისი - 2012-12-18 14:52:00

ბილაინის აბონენტები მობილური ინტერნეტით Facebook -თვის უფასოდ ისარგებლებენ. კომპანია ბილაინი საახალწლოდ მომხმარებელს ახალ ტელეფონს FacebookPhone-ს სთავაზობს.

ალკატელის ბრენდის ანდროიდს, რომელიც საქართველოში 19 დეკემბრიდან ბილაინის ყველა ოფისში გაიყიდება, ინტეგრირებული აქვს Facebook-ის აპლიკაცია.

ტელეფონის შეძენისას, ბილაინის ნებისმიერი აბონენტი Facebook- ის გამოყენებისას 2 თვის მანძილზე უფასო ინტერნეტით ისარგებლებს.

Facebook ტელეფონის პრეზენტაცია ბილაინის აბონენტთა მომსახურების ოფისში, რუსთაველის 14 -ში, 18.00 ზე გაიმართება.

ახალი ტელეფონი წარმოდგენილია 2 ფერში: არის თაჩსქრინიანი, მისი მეხსიერება არის 50 MB, აღჭურვილია ფოტო და ვიდეო კამერით, კითხულობს ქართულ ვებ- გვერდებს და აqvs facebook-is, tweeter-is da opera-s აპლიკაციები.

"მობილური ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი მომსახურება ხდება მსოფლიოში და საქართველოში, ხოლო სოციალური ქსელებისადმი წვდომა, განსაკუთრებული მოთხოვნდან ყოველდღიურ აუცილებლობად გადაიქცა.

აქედან გამომდინარე, ჩვენს ფრანგულ პარტნიორ ALCATEL- თან ერთად გადავწყვიტეთ, საქართველოში შემოგვეტანა ტელეფონი, Facebook-ის ინტეგრირებული აპლიკაციით.
ამ ტელეფონების მფლობელები შესძლებენ ამ სოციალურ ქსელში მობილური ინტერნეტით უფასოდ ისარგებლონ. " თეონა ბაღდავაძე ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი