აშშ-ის სენატმა "მაგნიტსკის აქტი" მიიღო

საქართველო, თბილისი - 2012-12-07 10:06:00

აშშ-ის სენატმა "მაგნიტსკის აქტი" მიიღო, რომელიც რუსი ჩინოვნიკების მიმართ სავიზო სანქციებს ითვალისწინებს. ერთიანი პაკეტით გაუქმებულ იქნა ჯექსონ-ვენიკის შესწორებები, რომელიც ზღუდავდა ვაჭრობას აშშ-სა და რუსეთს შორის.

ერთიან პაკეტს მხარი 94-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა ოთხმა.

მაგნიტსკის აქტი სავიზო შეზღუდვების გარდა ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს იმ რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც როგორც ვაშინგტონში მიჩნევენ, კავშირში არიან საგამოძიებო იზოლატორში ფონდ Hermitage Capital-ის იურისტის დაღუპვაში.

"მაგნიტსკის სიაში" ფიგურირებენ გამომძიებლები, რომლებსაც სერგეი მაგნიტსკის საქმე მიჰყავდათ და უფრო მაღალი რანგის სამართალდამცველები, რომლებმაც მის პატიმრობაში ყოფნაზე გასცეს საქნცია.