გეგიას ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის რაოდონობამ, 2008 წელთან შედარებით, 2009 წელს 16, 2 % მოიმატა. გაიზარდა რეზონანსული მკვლელობებისა და განზრახ მკვლელობების რიცხვი.
სეპარატისტული აფხაზეთის შს სამინისტროს მონაცემებით, დანაშაულის დონემ 2009 წელს ყოველ ათას ადამიანზე 3, 8 % შეადგინა.
გასულ წელს დარეგისტრირებულია 288 დანაშაული, რომელიც კერძო საკუთრებას ეხება. აფხაზეთის ე. წ. შს სამინისტრომ ასევე დაარეგისტრირა 63 შემთხვევა, რომელიც ნარკოდანაშაულის შემთხვევათა რიგს მიეკუთვნება. 2008 წელს ეს რიცხვი აფხაზეთში 43-ს შეადგენდა.
"30-მდე ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. გამოსაკვლევად გაგზავნილია 520 ადამიანი. სულ შს სამინისტროს შტაბის მონაცემებით წარმოებაში მიცემულია 682 საქმე", _ იუწყება აფხაზური მხარე.