კუდი-სა და სოდ-ის 7 მაღაჩინოსანი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 2012-11-14 20:36:00

კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის 7 მაღაჩინოსანი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

"მოამბესთან" საუბარში იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ სხილაძემ განმარტა, რომ აღნიშნული პირები პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებიან.

კონკრეტულად რას უკავშირდება მაღალჩინოსნების პროკურატურაში დაბარება, ამ ეტაპზე უცნობია.