თბილისი.17.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". დილიდან ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის პოსტიდან გადადგომის შესახებ. "მე ვესაუბრე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლობას, ადასტურებენ ამ ინფორმაციას ნაწილობრივ და სამ საათზე იქნება განცხადება გაკეთებული ფედერაციის მიერ და ალბათ დადასტურებულ ინფორმაციას ფედერაციისგან მოვისმენთ", _ განაცხადა დავით ნამგალაურმა.
უკვე გაჟღერდა ინფორმაციები ახალკაცის შესაძლო შემცვლელებთან დაკავშირებით. პრეზიდენტების სავარაუდო კანდიდატებად ბიზნესმენები მერაბ შარანგია და ზვიად სიჭინავა სახელდებიან.
ბოლო დროს პრესაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა სიჭინავასთან დაკავშირებით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ.
სიჭინავა ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონს აშენებს და საფეხბურთო კლუბის მეპატრონეცაა. მას სამეგრელოს გუბერნატორის, ზაზა გოროზიას შემცვლელედაც ასახელებენ.