კონსტიტუციის 42 მუხლი, რომელიც იცავს ლია ზერეკიძის ინტერესებს, მიმართავს საქართველოს პროკურატურას ივერი (მამუკა) ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტზე აწარმოოს ეფექტიანი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება, გამოავლინოს და დასაჯოს აღნიშნულში დამნაშავე პირები.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2011 წლის 16 აგვისტოს, რუსთავის VI საპყრობილის საკანში, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ივერი ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტს, რისი მიზეზიც, გამოძიების ოფიციალური ვერსიით დენის დარტყმა გახდა.
ოჯახმა თავიდანვე ეჭვის ქვეშ დააყენა გამოძიების ვერსია და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართა. ალტერნატიულ დასკვნაში არაფერია ნათქვამი დენის დარტყმის შესახებ, როგორც გარდაცვალების მიზეზზე. მასში აღნიშნულია ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები.
Gგარდაცვლილის მეუღლე ლია ზერეკიძე საქართველოს პროკურატურისგან მოითხოვს გამოიძიონ და პასუხისგებაში მიეცნენ ივერი ზერეკიძის მკვლელობაში მონაწილე ეჭვმიტანილი, ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილი მინისტრი - ხათუნა კალმახელიძე და რუსთავის
N 6 საპატიმროს ყოფილი დირექტორი - დავით მარგებაძე, რომელთაც ივერი ზერეკიძის დაღუპვის დროს ეკავათ აღნიშნული თანამდებობები.