არჩილ კბილაშვილიმა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგები დატოვა
საქართველო, თბილისი - 2012-10-30 12:58:00
![]()
მთავარმა პროკურორმა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგები ოფიციალურად დატოვა, _აღნიშნულის შესახებ კბილაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, შესაბამის დოკუმენტს პარტიიდან წასვლის შესახებ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს გადაუგზავნის.
,,რადგან გამწესებული ვარ მთავარ პროკურორად უფლება არ მაქვს პარტიული სამუშაოების გაგრძელების და ვტოვებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგებს. შესაბამის განცხადებას გავუგზავნი პარტიის თავმჯდომარეს", _განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.