პატრიარქი პარლამენტის შენობაში მივიდა

საქართველო, თბილისი - 2012-10-21 12:52:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე პარლამენტის შენობაში მივიდა.

პატრიარქი შენობაში წმინდა სინოდის რამდენიმე წევრთან და უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

"ღმერთმა დალოცოს საქართველო. იმედი გავაქვს საქართველოს უკეთესი მომვალი ექნება", - ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომა ქუთაისში დღეს 13:00 საათზე დაიწყება. სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის. პირველ სესიას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც.