"ქართული ოცნების" ლიდერი ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2012-10-05 15:56:00

,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ვილიამ ლაჰიუს შეხვდა.

ვილიამ ლაჰიუმ „ქართული ოცნების" ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

" ჩვენ დარწუნებული ვართ ბიძინა ივანიშვილის გეგმებში, რეფორმებში და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების სისწორეში" - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

ბიძინა ივანიშვილი ვილიამ ლაჰიუს დაჰპირდა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სწრაფი ტემპით წინ წაიწევს, რაც ნატოში საქართველოს ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.