ცესკომ არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 2012-10-05 15:51:00

ცესკომ 1-ელ ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა. ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით, კოალიცია "ქართული ოცნება" 54.85%-ით ლიდერობს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 40.43% აქვს. დათვლიალია ყველა - 3766 უბნის, მათ შორის 70 სპეცუბნის მონაცემები.

როგორც ცესკო-ს სპიკერი ეკა აზარაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს საჩივრების განხილვა, თუმცა საბოლოო შედეგებზე ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
აზარაშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით გაუქმებული 8 უბნის, კერძოდ, საგარეჯოს, მარნეულის, თეთრიწყაროს, კასპის, გორის, , ახალციხის, მარტვილისა და ხულოს თითო უბნის მონაცემები.

რაც შეეხება ხაშურის ორ უბანზე მომხდარ ინციდენტებს, აზარაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი.