ბიძინა ივანიშვილი მთავრობის შემადგენლობას ორშაბათს დაასახელებს

საქართველო, თბილისი - 2012-10-05 15:12:00

 კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის შემადგენლობას ორშაბათს დაასახელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეიცვლება ყველა მინისტრი.
"მინისტრი ყველა შეიცვლება. მოადგილეები შეიძლება ზოგიერთი დარჩნენ, უფრო ქვემოთ არ ვაპირებთ წასვლას", - განაცხადა ივანიშვილმა.