აღმასრულებელ ხელისუფლებასა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 2012-10-05 14:02:00

სახელმწიფო კანცელარიაში მოქმედი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას "ქართული ოცნებიდის" მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.
მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები კი გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი იყვნე.