"ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლების პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-10-05 10:53:00

 აღმასრულებელ ხელისუფლებასა და არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში 13:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას "ქართული ოცნებიდის" მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრებიან.
მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები კი გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი იქნებიან.