ლუკაშენკო: სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაში ისიც შემოვიდოდა დსთ-ში

საქართველო, თბილისი - 2012-10-04 18:49:00

ბელარუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასაც" რომ გაემარჯვა, მიხეილ სააკაშვილი დსთ-ში შესვლის მომხრე იქნებოდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიასაც რომ გაემარჯვა, სააკაშვილიც კი ერთი წლის მერე დსთ-ის წევრი იქნებოდა", - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და დასძინა, რომ "ამ მიმართულებით ბელარუსი ინტენსიურად იმუშავებს.

"ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველო", - აცხადებს იგი.

ლუკაშენკო, რომელიც საქართველოს დსთ-ში დაბრუნების ინიციატივით გამოდის, აცხადებს, რომ დსთ-ის მორიგი სამიტი 2013 წელს მინსკში გაიმართება, სადაც პირადად ის აღნიშნული საკითხის ინიცირებას მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ პროტესტის ნიშნად დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.