ივანე მერაბიშვილმა განკარგულება ელექტრონული ხელმოწერით დაამოწმა

საქართველო, თბილისი - 2012-10-04 17:42:00

მთავრობამ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები განსაზღვრა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის #1750 განკარგულებით, მცხეთა დაიყო არქეოლოგიური დაცვის, განაშენიანების რეგულირების, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონად.

17 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებაზე ხელმოსაწერად, რომელიც მთავრობის საიტზე დღეს ქვეყნდება, მერაბიშვილმა ელექტრონული ხელმოწერა გამოიყენა.