ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დსთ-ში დაბრუნების ინიციატივით გამოდის

საქართველო, თბილისი - 2012-10-04 15:12:00

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დსთ-ში დაბრუნების ინიციატივით გამოვა. ტელეკომპანია "მირთან" საუბრისას, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დსთ-ს სამიტი 2013 წელს მინსკში უნდა გაიმართოს, სადაც ის საქართველოს დსთ-ში დაბრუნების ინიცირებას მოახდენს.