მამუკა კაციტაძემ სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

საქართველო, თბილისი - 2012-10-04 14:20:00

მამუკა კაციტაძემ სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. როგორც ჟურნალისტებთან კაციტაძემ განაცხადა ის კომისიის რიგით წევრად დარჩება.

მისივე განცხადებით, თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად, კომისიის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას არ ისხნის.

,,ნათქვამი მქონდა, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გავხდებოდი, თუ არ გავხდებოდი დეპუტატი არჩევნების შემდგომ ჩემს თავს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვეღარ მოვიაზრებდი რის გამოც დღეს მივმართე კომისიას და დავტოვე თანამდებობა", _ განაცახდა კაციტაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს სიების დაზუსტების სახლემწიფო კომიის თავმჯდომარის პოსტს.