ცესკო: უბნების 99.39%-ის შედეგები - ქართული ოცნება - 54.91; ნაციონალურ მოძრაობა - 40.35

საქართველო, თბილისი - 2012-10-03 19:54:00

ამ ეტაპზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების 99.39%-ის შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვით, 54.91% ბლოკმა "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებამ" მიიღო, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი მხარი ამომრჩეველთა 40.35%-მა დაუჭირა.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, - ქვეყნის 38 ოლქში, წინასწარი მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდრობენ, 35 ოლქში კი ხმათა უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მიიღეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კი წინასწარი მონაცემები ასე გადანაწილდა - 55% "ქართული ოცნება", 40.27% კი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

არსებული მონაცემებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ამ ორი საარჩევნო სუბიექტის გარდა ვერავინ გადალახა.