ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 2012-10-03 17:46:00

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა.

"თუ საჭიროა, პრეზიდენტს შევხვდები, რატომაც არა, მაგრამ ყველაფერი იქნება გახსნილად და საჯაროდ. არც ერთი შეხვედრა არ მოხდება ისე, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს", _ განაცხადა ივანიშვილმა.