გრიგოლ ვაშაძემ შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

საქართველო, თბილისი - 2012-10-03 17:45:00

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველო-შვეიცარიის პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის შენარჩუნებისა და გაგრძელების აუცილებლობას.