გიორგი ბარამიძე: კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკი არ არის და არც იქნება

საქართველო, თბილისი - 2012-10-03 15:13:00

,,კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკი არ არის და არც იქნება", _განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ.

,,არანაირ კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკი არ არის და არც იქნება. ჩვენი მხრიდან ეს გამორიცხულია. გუშინ ივანიშვილი საუბრობდა, რომ თითქოს, იმას არ დატოვებს ამას დატოვებს. ჯერ უნდა ეკითხა აპირებს, თუ არა ვინმე მასთან დარჩენას. არცერთი ჩვენგანი მინისტრის დონეზე მასთან თანამშრომლობას არ აპირებს", _განაცხადა ბარამიძემ.