ცესკო: უბნების 97.03 პროცენტის შედეგები - "ქართული ოცნება" 55%, ნაციონალურ მოძრაობა" - 40.27%
საქართველო, თბილისი - 2012-10-03 11:08:00

ამ ეტაპზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების 97.03%-ის შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც, 55% ბლოკმა "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებამ" მიიღო, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი მხარი ამომრჩეველთა 40.27%-მა დაუჭირა.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, - ქვეყნის 38 ოლქში, წინასწარი მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდრობენ, 35 ოლქში კი ხმათა უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მიიღეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კი წინასწარი მონაცემები ასე გადანაწილდა - 55% "ქართული ოცნება", 40.27% კი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
არსებული მონაცემებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ამ ორი საარჩევნო სუბიექტის გარდა ვერავინ გადალახა.