ბიძინა ივანიშვილი: მინდა ვთხოვო ხელისუფებას, ყველა მოსამსახურე, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, გამოიყვანონ ციხეებიდან

საქართველო, თბილისი - 2012-10-02 17:22:00

"საშინელებები ხდება ციხეებში და ჩვენ ეს კადრები ვნახეთ", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.

"მინდა ვთხოვო დღევანდელ ხელისუფლებას - რადგან ჩვენ ჯერ არა გვაქვს არავითარი კანონიერი უფლება - დღეიდანვე, ყველაზე გვიან ხვალიდანვე, ციხის ყველა მოსამსახურე, ვინც ამ ძალადობებში მონაწილეობდა, სასწრაფოდ გამოიყვანონ ციხეებიდან, პირველივე პატრულით ჩაანაცვლონ", - განაცხადა მან.

ივანიშვილის განცხადებით, რა თქმა უნდა, ესენი არ არიან ჯანმრთელი ხალხი, ესენი არიან ავადმყოფები.

"თუ შესაძლებელია, ჩაანაცვლონ დღესვე - არაფერი მოხდება, არავინ აბუნტდება, არაფერი დაინგრევა, არაფერი გაფუჭდება. საშინელ დღეში არიან დღეს პატიმრები. იქნებ როგორმე სასწრაფოდ მათ მიეცეთ საშველი", - განაცხადა მან.