ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველა აგებს პასუხს ვინც ჩაიდინა დანაშუალი

საქართველო, თბილისი - 2012-10-02 16:27:00

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არავითარი პოლიტიკურ დევნა იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და გააჩნდათ მათგან განსხავავებული პოზიცია, კოალიციის მხრიდან არ ექნება.

"გარდა იმ შემთხვევებისა, ვისაც აქვს სამართალდარღვევა - სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება. ძალიან ბევრი მოქალაქეა დაზარალებული. თუ გნებავთ გამწარებული. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მივცემთ საშუალებას, რომ სამართალი მოიძებნოს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ივანიშვილმა კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.