ხაშურის, გორისა და ქარელის რამდენიმე საარჩევნო უბანზე შესაძლოა, არჩევნების შედეგები გაუქმდეს

საქართველო, თბილისი - 2012-10-02 12:04:00

შიდა ქართლის საარჩევნო ოლქების რამდენიმე უბანზე, შესაძლოა, არჩევნების შედეგები გაუქმდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ცესკო დღის განმავლობაში იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"საუბარია ხაშურის, გორისა და ქარელის რამდენიმე საარჩევნო უბანზე", - განაცხადა ხარატიშვილმა.