ცესკო: 198 უბნის პირველადი შედეგების მიხედვით ქართული ოცნება - 51,6%, ნაციონალური მოძრაობა - 43,85%

საქართველო, თბილისი - 2012-10-02 04:00:00

ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ 198 უბნის დათვლის შედეგად პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკო-ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის ინფორმაციით, ეს მთლიანი უბნების 5,26 პროცენტია და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3 პროცენტი.

198 უბნის შედეგების მიხედვით, "ბიძინა ივანიშვილმა - ქართული ოცნება" 35 275 ათასი ხმა მიიღო, რაც 51,6 პროცენტია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს" 29965 ხმა - 43,85 პროცენტი.

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობდა 16 სუბიექტი,მათ შორის 14 პოლიტიკურ პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი.