ხაშურში მე-10 უბანზე სპეცრაზმი შეიჭრა

საქართველო, თბილისი - 2012-10-01 22:19:00

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ხაშურში 10 საარჩევნო უბაზე სპეცრაზმი შეიჭრა. მათ ყველა გასასვლელი კარი ჩაკეტეს და ხალხს გარეთ არ უშვებენ. ხაშურის მოსახლეობა მე-10 საარჩევნო უბანთან არის შეკრებილი და მათ შენობიდან ხალხის შემზარავი ხმები ესმის, ისინი გარეთ გამოშვებას ითხოვენ თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.