ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელებს გამარჯვება მიულოცა (VIDEO)

საქართველო, თბილისი - 2012-10-01 21:43:00

"ახლა ეს ხმები ბოლომდე უნდა დავიცვათ და მთელი აქცენტი გადატანილია უბნებზე", - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ეგზიტპოლის შედეგების კომენტირებისას.

"ყველას ერთად გილოცავთ და თითოეულ თქვენგანს გარანტია გაქვთ: რაც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით, უკლებლივ ყველაფერს შევუსრულებთ", _ განაცხადა ალასანიამ.