"მაესტროს" ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში 75%-ით "ქართული ოცნება" ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 2012-10-01 21:36:00

ტელეკომპანია "მაესტროს" საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების პირველადი მონაცემებით გამარჯვება 75%-ით კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა.

გამოკითხვა საქართველოს დედაქალაქ თბილისში და რეგიონებში ჩატარდა. შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა.
თბილისი: "ქართული ოცნება" - 75%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 18%, "ქდმ" - 1%; სხვა საარჩევნო სუბიექტები - 2%.
საქართველოს რეგიონები: "ქართული ოცნება" - 63%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 27%; "ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 1%; სხვა საარჩევნო სუბიექტები - 3%.
ტელეკომპანია "მაესტროს" კვლევები არხის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ "პენ შონ ბერლანდმა" განახორციელა.