აჭარაში ამომრჩეველთა 51.68%-მა არჩევანი უკვე გააკეთა

საქართველო, თბილისი - 2012-10-01 18:42:00

აჭარაში ამომრჩეველთა 51.68%-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. აჭარის მოსახლეობა პარლამენტის გარდა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობასაც ირჩევს.

უსკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა 157 ათას 588 ამომრჩეველმა მიიღო. უსკოს ინფორმაციითვე, ბათუმში ამომრჩეველთა 51.25%-მა პროცენტმა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო, ქედაში - 60.90%-მა, ქობულეთში - 50.39%-მა, შუახევში - 54.71%-მა, ხელვაჩაურში - 50.90%-მა, ხოლო ხულოში ამომრჩეველთა 51.35% საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.