ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45% შეადგინა

საქართველო, თბილისი - 2012-10-01 16:54:00

"15:00 საათის მდგომარეობით, უბნების საერთო რაოდენობის 98 %-ის მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45% შეადგინა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ცესკოს პრესსპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს ცესკოში შესული სატელეფონო ზარების სტატისტიკაც გააცნო.

"შემოსულია 2 2 60 ზარი. აქედან უმრავლესობა ეხებოდა საარჩევნო პროცედურებს", _განაცხადა აზარაშვილმა, რომელმაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე თავი შეკავონ გამარჯვებული კანდიდატურის გამოცხადებისგან.

მისი განაცხადებით, საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.