უტა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა (video)

საქართველო, თბილისი - 2012-10-01 16:31:00

უტა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი საფრანგეთის 31-ე საარჩევნო უბანზე დღეს დილით მივიდა.

"სიტუაცია საქართველოში იყო ძალიან მძიმე და დღეს ეს სიტუაცია უნდა გადატყდეს, ამიტომ აუცილებელია ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს", - განაცხადა უტა ივანიშვილმა.