ცესკომ ფოთის #70-ე საარჩევნო ოლქს 5 530-ით ნაკლები ბიულეტენი გადასცა

საქართველო, თბილისი - 2012-10-01 09:19:00

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ფოთის #70-ე საარჩევნო ოლქს 5 530-ით ნაკლები ბიულეტენი გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის საოლაქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯანო კვაშვილავამ განუცხადა.

მისი თქმით, ოლქს ამომრჩეველტა რაოდენობასთან შედარებით 5 530-ით ნაკლები ბიულეტენი, მათ შორის 2 765 მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენით ნაკლები გადაეცა.

კვაშილავას განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა გახდა ოლქისთვის ნაკლები ბიულეტენების გადაცემის მიზეზი.

ცესკოს მონაცემებით, ფოთის 70-ე საარჩევნო ოქლში რეგისტრირებულია 41,565 ამომრჩეველი.
უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქების უბნებზე ასევე აცხადებენ ბიულეტენების ნაკლებობის შესახებ.

ცესკოს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ-ჯეროობით არ გაუკეთებია. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით საარჩევნო ოლქებს და შესაბამისად უბნებს საარჩევნო ბულეტენები მეტობით უნდა გადაეცეს.