ირაკლი ალასანიამ კოორდინატორებს მოუწოდა მაქსიმალურად მოერიდონ პროვოკაციებს

საქართველო, თბილისი - 2012-10-01 01:32:00

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა კოალიციის კოორდინატორებს მიმართა. ალასანიამ კოორდინატორებს გამძლეობისკენ მოუწოდა.

"მინდა მივმართო ჩვენს კოორდინატორებს - გაუძელით, სულ რამდენიმე საათი დარჩა, ვიდრე ეს ძალადობის ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში", - განაცხადა ალასანიამ.

მან მოუწოდა კოორდინატორებს მაქსიმალურად მოერიდონ პროვოკაციებს.

"მოვითმინოთ ყველამ და არ მივცეთ საშუალება რომ რაიმე პროვოცირება მოხდეს", - დასძინა ალასანიამ.