ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-09-30 19:43:00

ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდება.

21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 6 მაჟორიტარი კანდიდატი აირჩევა, ხოლო 15 მანდატს ის პარტიები და ბლოკები მიიღებენ, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოში მანდატებისთვის შემდეგი შვიდი პარტია და ბლოკი იბრძოლებს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება, გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება; ლეიბორისტული პარტია; ახალი მემარჯვენეები; თავისუფალი საქართველო და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.