ზურაბ ხარატიშვილი უცხოეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ელჩებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2012-09-30 09:00:00

დღეს, 30 სექტემბერს, 10:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი უცხოეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიიღებს (აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი).

13:00 საათზე კი ხარატიშვილი საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს შეხვდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 1-ელ ოქტომბერს ტარდება.