ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ მამას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2012-09-28 18:35:00

 "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ მამას, ახუნდი ალი ალიევს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებს ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების საკითხებისადმი.