მაია ფანჯიკიძე: "ქართული ოცნების" აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-09-27 18:22:00

"ქართული ოცნების" აქცია თავისუფლების მოედანზე 29 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, აქციასთან დაკავშირებით ქალაქის ოთხი ადგილიდან მსვლელობები გაიმართება.

"ეს ოთხი წერტილი არის სპორტის სასახლე, ბორის პაიჭაძის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, ვაკის პარკი და ავლაბარი", _ განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მსვლელობებს კოალიციის ლიდერები წარუძღვებიან.