28 სექტემბერს ეროვნულ სტადიონზე ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-09-26 21:21:00

28 სექტემბერ ეროვნულ სტადიონზე ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

"28 სექტემბერი, 17:00, ეროვნული სტადიონი, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება. არ გამოტოვო, დარეგისტრირდი და დაესწარი!", - ნათქვამია პატიის მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში.

იგივე ინფორმაცია ვიდეორგოლის სახით განთავსებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვებგვერდზე, რომელზეც ასევე რეგისტრაციის ფორმაა განთავსებული.