ლეიბორისტული პარტია ბიძინა ივანიშვილს ბიზნესპარტნიორების ლიკვიდაციაში ადანაშაულებს
საქართველო, თბილისი - 2012-09-25 15:14:00
![]()
ლეიბორისტული პარტია ბიძინა ივანიშვილს ბიზნესპარტნიორების ლიკვიდაციაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორებიდან 90% დღეისთვის მოკლულია.
"საზოგადოებას უნდა ვაცნობოთ რომ პოლიტიკაში სააკაშვილ-ამერიკის დაკვეთით შემოჭრილი კრიმინალი ივანიშვილი, არის 90-იან წლებში რუსეთში შეკვეთილი არაერთი მკვლელობის ორგანიზატორი. მისი მაშინდელი პარტნიორებიდან 90% დღეისთვის მოკლულია,მათ შორის ძმები კვანტრიშვილები", - განაცხადა ძაგანიამ.