ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ბეჭდვს

საქართველო, თბილისი - 2012-09-24 23:45:00

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებს ბეჭდვს.

ბიულეტენები თბილისის 7 სტამბაში იბეჭდება, ესენია: შპს "სტამბა ქომი", შპს "კაბადონი +", შპს "პრინტ მასტერი", შპს "საარი", შპს "თამარიონი 2000", შპს "ფორმა", შპს "მვპ".

ბეჭდვის პროცესს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად აკვირდებიან წარმომადგენლები შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრი, საარჩევნო სისტემების კვლევითი ცენტრი,
"მომავლის არჩევანი", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" და საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი.

ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე - სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული.