"მინიშნება მოსკოვის გავლენაზე სასცილოა, ვინაიდან ის აბსოლუტურად არ არის გამყარებული არავითარი ფაქტებით", _ განაცხადა კარასინმა და ასევე აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნისგან "კავკაზ 2012"-სგან , რომლებიც დღეს სრულდება საქართველოს არაცითარი საფრთხე არ ემუქრება.
"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თბილისში ვიღაც შეგნებულად აბუქებს მითს სწავლება "კავკაზ 2012" ის საშიშროების შესახებ, თან ისე, რომ ამის არავითარი საფუძველი არ აქვს", _ აცხადებს გრიგორი კარასინი.