ბიძინა ივანიშვილი: "ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობა", "ახალი მემარჯვენეები" და "ლეობორისტული პარტია" სააკაშვილის კუდები არიან

საქართველო, თბილისი - 2012-09-23 21:15:00

"ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობა", "ახალ მემარჯვენეები", ""ლეიბორისტულ პარტია" სააკაშვილის კუდები არიან , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქობულეთში განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით, ისინი უფრო უარესები არიან, ვიდრე - "ნაციონალური მოძრაობა".

"ნაციონალური მოძრაობა" სახეს აჩვენებს თავისას, ესენი კი იქ არიან და გვატყუებენ, თითქოს იქ არ არიან. ესენი კიდევ უფრო უარეს პოზიციაზე დგანან და არაფერი მოგატყუოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, -"თუ 5 ნომერი მოდის თქვენთან და გთხოვთ მხარდაჭერას, შეახსენეთ, რომ საკნის ნომერი, სადაც პატიმართა წამება ხდებოდა, იყო 5 ნომერი. დეპუტატი "ნაციონალების" მხრიდან თუ გაკითხავთ მხარდაჭერისთვის, ჰკითხეთ მათ, იზიარებენ თუ არა საკნებში როგორი წამებაც ხდებოდა".