ცესკო-ში კენჭისყრის დროს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ დადგენილების განხილვა ხვალ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-09-23 19:53:00

ცესკო-ში კენჭისყრის დროს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ დადგენილების განხილვა ხვალ გაიმართება. საკითხი სხდომაზე დღეს უნდა განხილულუყო, თუმცა ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკო-ს წევრებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ფოტო-ვიდეო გადაღების დროს საარჩევნო პროცესის ხელის შემშლელ ფაქტორად.

ცესკო-ში დადგენილების განხილვა ხვალ, 18:00 საათზე იგეგმება.